2022-09-15 19:16:34
გასული 24 წელი შესანიშნავი თავგადასავალი იყო - როჯერ ფედერერი კარიერას ასრულებს

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სპორტიდან წასვლას აანონსებს და ამბობს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი Laver-ის თასი მისი ბოლო ტურნირი იქნება. 

"როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, გასულ 3 წელში გამოწვევები მქონდა ტრავმებისა და ოპერაციების სახით. ბევრი ვიმუშავე, რათა ჩემს ფორმას დავბრუნებოდი. თუმცა, ასევე ვიცი ჩემი სხეულის შესაძლებლობები და ლიმიტები და მისი ბოლოდროინდელი გზავნილი გასაგები გახდა. მე 41 წლის ვარ. 24 წლის განმავლობაში 1 500 თამაშზე მეტი ჩავატარე. ჩოგბურთი მომექცა იმაზე დიდსულოვნად, ვიდრე ოდესე ვიოცნებებდი და უნდა მივხვდე, როდის არის დრო, დავასრულო კონკურენტული კარიერა.

მომავალ კვირას ლონდონში გასამართი Laver Cup ჩემი საბოლოო ATP-ის ტურნირი იქნება. მე უფრო მეტ ჩოგბურთს ვითამაშებ მომავალში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა დიდ სლემის, ან რაიმე სხვა ტურნირზე", - წერს ფედერერი.

როჯერ ფედერერს კარიერის მანძილზე 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.

" - თქვა ფედერერმა საკუთარ Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში.    

ამავე თემაზე