2022-08-12 17:45:01
ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევები შესაძლებელია იქაც მოხდეს - მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილე მედვედევი "ახალი ჩერნობილის" მოწყობის მცდელობაში უკრაინასა და დასავლეთს ადანაშაულებს და წერს რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და უბედური შემთხვევები შეიძლება იქაც მოხდეს: 

"კიეველი ნაძირლები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, მზად არიან მოაწყონ ახალი ჩერნობილი. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორს და რადიოაქტიური იზოტოპების შესანახ ობიექტებს.

ამბობენ, რომ ეს რუსეთია. ეს აშკარა, სისულელეა თუნდაც სულელი რუსოფობიური საზოგადოებისთვის.

გაეროსაც არ სჯერა.

ისინი ამბობენ, რომ ეს სრულიად შემთხვევით ხდება. თითქოს არ სურდათ.

რა ვთქვა... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევები შესაძლებელია იქაც მოხდეს"- წერს მედვედევი.    

ამავე თემაზე