2022-08-10 13:41:32
გადასაფხეკ ლატარია ,,ფარაონში’’ 50 000 ლარი გათამაშდა

ლატარიაში მოგებები გრძელდება, ახალი იღბლიანი გამარჯვებული, რომელმაც გადასაფხეკ ლატარია ,,ფარაონში’’ 50 000 ლარი მოიგო, თბილისელი თამარ სირბილაძეა.   

35 წლის თამარი მეუღლესთან და ათი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს და ლატარიასაც ხშირად თამაშობს. მოგების დღეს თამარი სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებოდა, მომენტალური ლატარია რამდენიმე ადგილას შეიძინა, სახლში მისულს გადაფხეკა დაავიწყდა. მეორე დილით კი, მისთვის ყველაზე იღბლიანი შაბათი დღე გათენდა - ,,ფარაონის’’ გადაფხეკისას მომგებიანი სიმბოლოს ქვეშ 50 000 ლარი აღმოაჩინა. თამარს მოგებული თანხა უკვე ჩაერიცხა.

მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში’’ მოგებული 50 000 ლარით თამარ სირბილაძე ოჯახით იტალიაში მოგზაურობას გეგმავს ,,ყოველთვის ვოცნებობდი იტალიაში მემოგზაურა, მომენახულებინა  რომი, ვენეცია, ფლორენცია, ტოსკანა -  ლატარიის თამაშით ამ ოცნებას ავისრულებ, დარჩენილ თანხას კი შვილის განათლებას მოვახმარ’’ - გვიყვება ლატარიის კიდევ ერთი იღბლიანი გამარჯვებული ადამიანი.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ მომხარებელს 8 სახეობის გადასაფხეკ ლატარიას სთავაზობს - ,,ფარაონი’’, ,,ოქროს შვიდიანი’’, ,,სუპერ შვიდიანი’’, ,,შვიდიანი’’, ,,ხელფასი’’, ,,ხურდა’’, ,,მზარეული’’ და ,,3 შანსი’’, რომელთა ჯამური საპრიზო ფონდი 30 000 000 ლარია.

მომენტალური ლატარიის შეძენა კი შესაძლებელია ,,ნიკორას’’, ,,ლიბრეს’’, ,,სპარის’’, ,,იოლის’’ ,,გალფისა’’ და ,,სოკარის’’ მარკეტებში, ლატარიის ჯიხურებსა და კომპანიის სერვის-ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.


 

 

 

ამავე თემაზე