2022-08-09 17:47:13
2022 წელს, ივლისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს, ივლისის ჩათვლით, საქართველოში რუსეთიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა. 

2021 წელთან შედარებით, ეს 525%-ით მეტია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლები.

მთლიანობაში, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ჯამი 718 401-ია. 

რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი მიმდინარე წელს სომხეთიდან შემოვიდა - 103 906 ადამიანი. მესამე ადგილზე თურქეთია - 95 989 ადამიანი.  

ამავე თემაზე