2022-08-08 18:32:09
დღეს ლაჩრების რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ძმათა სასაფლაოზე მუხათგვერდში, მათ პატივი მიაგეს ჩვენს გმირებს. იმ გმირებს, რომლითაც სრულებით არ ამაყობენ - ხერხეულიძე 

მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა "ვივამედში" მისი თანაგუნდელი ესტუმრა. ხერხეულიძის თქმით, მესამე პრეზიდენტმა პარალელები გაავლო უკრაინაში მიმდინარე პუტინის ომთან და თქვა, რომ ომის გმირებს საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს.

,,ძალიან ძელი საყურებელია, როდესაც იცი შენს ქვეყანას აქვს ბევრი გმირის ისტორია, აქვს ასევე ლაჩრების ისტორია სხვა დანარჩენთან ერთად და იცი, რომ დღეს ლაჩრების რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ძმათა სასაფლაოზე მუხათგვერდში, მათ პროტოკოლით განსაზღვრული პატივი მიაგეს ჩვენს გმირებს. იმ გმირებს, რომლითაც სრულებით არ ამაყობენ, ხოლო ადამიანი, რომელმაც შეუნარჩუნა ქვეყანას სახელმწიფოებრიობა, დღეს იმყოფება აქ ტყვედ. ეს არის ძალიან მძიმე ჩემთვის, რა თქმა უნდა. მას გადავეცი ჩვენი დღევანდელი დღის სიმბოლო, მარადიული ხსოვნის სიმბოლო, რომელიც გემახსოვრებათ, 2012 წელს ვერ გაიხსენა ივანიშვილმა," - ამბობს ეკა ხერხეულიძე. 

 

ამავე თემაზე