2022-08-08 18:08:27
მხედველობის სიმახვილის უფასო სკრინინგი ბავშვებში - თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

ბავშვებში მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზები რეფლაქციური მანკებია. რეფლაქციურ მანკში მოიაზრება ახლომხედველობა, ანუ უბრალო ენაზე მინუსი, შორსმხედველობა, ანუ პლუსი და ასტიგმატიზმი.

დამტკიცებულია, რომ სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა წარმატებული პრევენცია ერთნახევარ-ორჯერ ამცირებს თვალის დაავადებებს. აქედან გამომდინარე, სასურველია, ყველა ბავშვი წელიწადში ორჯერ გადიოდეს პროფილაქტიკურ გამოკვლევას.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო აცხადებს  5- დან- 12  წლამდე ასაკის ბავშვების მხედველობის სიმახვილის უფასო სკრინინგს.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვთა ასაკის თვალის პათოლოგიების დროულ დიაგნოსტიკას და შესაბამის მკურნალობას.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ოფთალმოლოგიის  დეპარტამენტი  აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით, რაც უზრუნველყოფს თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს.

 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 2 10 44 44

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

 

ამავე თემაზე