2022-08-08 15:04:47
პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის წინაპირობა არ არსებობს - პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრისთვის ამჟამად წინაპირობები არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„უკრაინის დელეგაცია რადარებიდან გაქრა, ახლა მოლაპარაკების პროცესი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტების - პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინისა და რუსეთის დელეგაცია საშინაო დავალებებს შეასრულებენ. ეს ჯერ არ მომხდარა, ამიტომ შეხვედრისთვის საჭირო წინაპირობები არ არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა. 

 

ამავე თემაზე