2022-08-02 16:20:00
დეგნანზე თავდასხმა ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება – ტეფტი

დეგნანზე თავდასხმა ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება – ასე პასუხობს ამერიკის ხმასთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი კითხვაზე - "რას ნიშნავს კელი დეგნანზე თავდასხმები?"

"ეს ალბათ მოდის ადამიანებისგან, რომლებიც მის ზოგიერთ განცხადებას არ ეთანხმებიან, მაგრამ მე იმას ვიტყოდი, რომ კელი წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავრობას, ის წარმოადგენს ამერიკის ადმინისტრაციას და მის პოზიციებს. ის ასევე წარმოადგენს საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის ხანგრძლივ ტრადიციას.

ასე რომ, მასზე თავდასხმები არ არის მხოლოდ თავდასხმები კელიზე. ეს უფრო დიდი საკითხია და ის ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას უკავშირდება. ცხადია, მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ეს ადამიანები, მე მათთან არ მისაუბრია. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველა ეცდება გაერთიანდეს იმისთვის, რომ მიაღწიონ ევროკავშირის მიერ დასახულ მიზნებს, რომლებიც იგივე მიზნებია, რაც შეერთებულ შტატებს წლების მანძილზე აქვს." – აცხადებს ტეფტი.

ამავე თემაზე