2022-08-01 17:22:03
„ეს არის ტყუილი, აი, მე ვიცი, რომ ტყუილია - კობახიძე კელი დეგნანის მიმართ ფარული თვალთვალსა და მიყურადებაზე  

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს.

„ეს არის ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ, რასთან დაკავშირებითაც, მას ჟურნალისტმა განუმარტა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობდა.

„ტყუილია, ტყუილი,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასე პასუხობს:

„აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს. 

ამავე თემაზე