2022-07-11 11:36:30
ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის იბრძოლებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ქვეყნის პრემიერმინისტრობისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლებს.

"არჩევნებში ვიბრძოლებ, როგორც კონსერვატორი და ვმართავ ქვეყანას, როგორც კონსერვატორი".- განაცხადა ლიზ ტრასმა. 

7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა. სანამ ახალი ლიდერი აირჩევა ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს.

ჯონსონის, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციის დატოვების  გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კენჭისყრა ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. 

კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ მას უნდობლობა არ გამოუცხადა.  

ამავე თემაზე