2022-07-01 15:40:38
სკოლის ასაკში არ მიმიღია 3 კაცთან ერთად 1 კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა, ახლა მითუმეტეს – ოდიშარი

ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სხვა სამ კაცთან ერთად ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა, ახლა მით უმეტეს – განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ გუშინ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტზე. 

"[იმ] საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ვინც ეს დაიჯერა, რომ ამ აბსურდში ნუ შეჰყვებიან და ვინც ამ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აპედალირებს, რომ 4 დეპუტატი დაირაზმა ვიღაცაზე ანგარიშსწორებისთვის, სცემა და ა.შ. - ეს არის სიბინძურე. თქვენგან შეჩვეული ვართ ამ სიბინძურეს და ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სხვა სამ კაცთან ერთად ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა, ახლა მითუმეტეს, პარლამენტის წევრი ვარ." – განაცხადა ოდიშარიამ.

ამავე თემაზე