2022-07-01 15:35:02
პუტინი უკრაინასთან ომისთვის სულ მცირე ერთი წელი ემზადებოდა და შეუძლია, შეტევა დიდი ხნის განმავლობაში აწარმოოს – შოლცი

​გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომისთვის სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა და შეუძლია, შეტევა დიდი ხნის განმავლობაში აწარმოოს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ამ ომის წარმოების გადაწყვეტილება მიღებული იყო ერთი წლით ადრე მის დაწყებამდე ან შესაძლოა, კიდევ უფრო ადრე, რადგან ის ემზადებოდა ამისთვის. შესაბამისად, მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი ნამდვილად დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინი ამას არ აღიარებს, ის მაინც აცნობიერებს, რომ რუსეთი გრძნობს დასავლური სანქციების შედეგებს.

„თქვენ გარკვეულწილად გესმით, რომ ეს ნამდვილად აყენებს მას ტკივილს და მას ესმის მის ეკონომიკაზე ჩვენი სანქციების ღრმა გავლენა. ეს ახლა ემართება ქვეყანას, რომელიც არ არის ძალიან განვითარებული, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დანარჩენი მსოფლიოს ტექნოლოგიები, რათა ჰქონდეს ცხოვრების ანალოგიური სტანდარტი, რათა ჰქონდეს შანსი, რომ იყოს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ნაწილი“, – განაცხადა შოლცმა.

ამავე თემაზე