2022-07-01 15:29:28
ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება

,,ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. წერეთელი აპირებს რომ დეტალურად მოუყვეს,  როგორ დაესხა "ქართული ოცნები"  ჯგუფი თავს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე. 

,,მე იქ ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე. ირაკლი შოთაძე ვნახე, მას ვესაუბრებოდი, გიორგი ვოლსკი ვნახე. ნინო წილოსანი ვნახე, თამარ ჩუგოშვილი ვნახე, მოსამართლეები ვნახე. 300 ადამიანი, მოწვეული სტუმარი იყო. ვსაუბრობდით ყველასთან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პოლუსზე დგას, იქ ყველა ერთი ვიყავით და ყველა ერთად ვემსახურებოდით ჩენს ქვეყანას. ოხანაშვილმა მოჭრა თავი ჩვენს ქვეყანას და მე კი არ გამარტყა ხელი, მთელ ამერიკის საელჩოს გაარტყას. ამერიკის საელჩოს სტუმრობაზე, მიღებაზე გადაწყვტო ძმაკაცებთან ერთად იძალადო. ამაზე მეტი სირცხვილი ჩვენს ქვეყანას რა უნდა დაემართოს. ჩემი აზრით, უნდა გადაგეს ის, იმიტომ, რომ ის არის ქვეყნის სირცხვილი, - თქვა ვატო წერეთელმა შეხვედრაზე შესვლამდე. 

ამავე თემაზე