2022-07-01 15:06:01
ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ცნობით, შესაბამის ინფორმაციას ოდესის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

გარდაცვლილებს შორის 11 წლის ბავშვია. 

გასული ღამით რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქში საკურორტო დასახლებაზე სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ერთ-ერთი რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, კიდევ ოდესის სამხრეთით 80 კილომეტრში ორი დასასვენებელ ბაზას მოხვდა.

ამავე თემაზე