2022-07-01 14:41:28
გასასვლელისკენ მივდიოდით, რა დროსაც აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, ექვსი წელია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე - ოდიშარია 

აშშ-ის საელჩოში, ღონისძიების შემდეგ, რამდენიმე კოლეგა გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით მივდიოდით, რა დროსაც საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, რომელსაც ექვსი წელია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე. მან ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას მიაყენეს და მთელ გუნდს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

,,გეტყვით იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე – ღონისძიების შემდეგ, რამდენიმე კოლეგა გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით მივდიოდით, რა დროსაც საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, რომელსაც ექვსი წელია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე. მან ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას მიაყენეს და მთელ გუნდს. იმის გამო, რომ ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე ვიყავით, რაც სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, ამის მიუხედავად, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც ვატო წერეთელი თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად გამოჩნდა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ვინც ეს დაიჯერა, ამ აბსურდში ნუ შეჰყვებიან და ვინც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით აპედალირებს, რომ ოთხი დეპუტატი დაირაზმა ვიღაცაზე ანგარიშსწორებისთვის, სცემა და ა.შ. ეს არის სიბინძურე. თქვენგან ამ სიბინძურეს შეჩვეული ვართ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სამ კაცთან ერთად ერთი კაცის მიმართ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა და ახლა მით უმეტეს, პარლამენტის წევრები ვართ. სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. ადამიანები ვცდილობდით, რომ ეს განგვემუხტა, ამას ადასტურებს თავად ვატო წერეთელი და მისი თანხმლები ქალბატონი კოლეგა. დანარჩენზე შეფასებებზე, ფაქტებსა და მოვლენაზე ვისაუბროთ მას შემდეგ რაც გასაჯაროვდება კადრები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

ამავე თემაზე