2022-07-01 14:17:38
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თელავში - პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი ბოტკოველსა და თემურ ჯანაშიას თელავის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ

თელავის მუნიციპალიტეტში მოძრაობა „შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას, სადაც მოქალაქეებს 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟებიან, "ქართული ოცნების" წევრების გაღიზიანება მოჰყვა.

მხარეებს შორის დაპირისპირების დროს ოპოზიციამ მმართველი ძალა ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და პოლარიზაციაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის პარტაქტივი და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქსა და რეგიონებში კამპანიის "შინ ევროპისკენ" ჩაშლას ცდილობენ. სამოქალაქო აქტივისტებს, სტუდენტებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან, "ოცნების" წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ. ისინი გუშინ თბილისში რამდენიმე სტუდენტს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.  

ამავე თემაზე