2022-07-01 14:07:44
ფაქტია, რომ საფრანგეთში ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია - ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანა - ვოლსკი 

ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანა, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩ, თეა კატუკიასთან დაკავშირებით გააკეთა. ვოლსკის ინფორმაციით, თავად სალომე ზურაბიშვილიც აღიარებდა, რომ “მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდებოდა იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარი საფუძველი იმისა, რომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მითუმეტეს ელჩზე, არ გააჩნია. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ ის არაკომპეტენტურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც კატუკია აცხადებს, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა უძღოდა. 

ამავე თემაზე