2022-07-01 14:00:11
"ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? "RMG GOLD"-შია დასაქმებული, საყდრისი რომ ააფეთქა" - ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია 15 წლის ლუკა სირაძის თვითმმკლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოანის სოციალურ ქსელში შესახებ პოსტს აქვეყნებს. ხოშტარიას ცნობით, დამნაშავე გამომძიებელი ამჟამად "რმჯ გოლდშია" დასაქმებული.  

,,ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს, ადრე გამოუშვეს. ხოდა ეხლა რმჯ გოლდშია დასაქმებული, აი იმაში საყდრისი რომ ააფეთქა. 
მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს!," - წერს ხოშტარია.  

 ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი  პატიმრობიდან ვადაზე ადრე, 2021 წლის აგვისტოში გათავისუფლდა.  

ამავე თემაზე