2022-07-01 13:08:21
უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აამოქმედა

უკრაინაში ჩასვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ. უკრაინული მედიის ცნობით, სავიზო რეჟიმი ძალაში დღეიდან შევიდა.

ვიზის მიღების მსურველები განაცხადის გაკეთებას რუსეთის 8 ქალაქში, VFS Global-ის ცენტრებში შეძლებენ. 
შეგახსენებთ, 2 მაისს, პეტიციამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, საჭირო 25 000 ხმა მოაგროვა. თავად დოკუმენტი კი 11 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე შეიქმნა.  

ამავე თემაზე