2022-07-01 13:05:39
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისში 600 კილოგრამამდე მავნედ მიჩნეული ხორცი დალუქა.
სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა, ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. აქედან 3 ობიექტი კრიტიკული შეუსაბამობებისთვის (დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობები) 1 000 ლარით დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

"კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ბიზნესოპერატორებთან:

შპს უნივერსალი, ს/კ 454407641 - ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის N32, შენობა N38 (ტემპერატურული რეჟიმისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა);

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ი/მ - ხორცის რეალიზაცია, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ფიფიას N17 (გამოვლინდა ვადაგასული სურსათი, ცხოველის ტანხორციდან არ არის მოცილებული განსაკუთრებული მაღალი რისკის მასალა, დაილუქა 600 კგ-მდე ხორცი); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი;

შპს კობა, ს/კ 435434558 - ხორცის რეალიზაცია, მის: ქ. თბილისი, ძმები ფიფიების N25 (გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების უხეში დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი", - წერია განცხადებაში.  

ამავე თემაზე