2022-07-01 11:44:49
მეც მქონდა ინციდენტი, მაგრამ თავის მართლება არ დამიწყია - ამას გამართლება არ აქვს - მანჯგალაძე

ამას გამართლება არ აქვს და ანრი ოხანაშვილს და სხვა კოლეგებს ვურჩევ, ვინც ამ ინციდენტში ჩართული იყო, თავის მართლების ნაცვლად, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძე აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარს მედიაზე ზეწოლად განიხილავს.

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მეც მქონდა ინციდენტი, მაგრამ მე იმწამსვე ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას და არ დამიწყია თავის მართლება. ამას გამართლება არ აქვს და ანრი ოხანაშვილს და სხვა კოლეგებს ვურჩევ, ვინც ამ ინციდენტში ჩართული იყო, თავის მართლების ნაცვლად, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე უხერხულ მდგომარეობაში ვარ ადამიანურად, რომ ამაზე კომენტარი მიწევს, ბოდიშის მოხდა საზოგადოებისთვის, გააზრება, რომ აგრესია არ შეიძლება იყოს პოლიტიკის ნაწილი, არის ყველაზე კარგი გამოსავალი. ანრი ოხანაშვილს ამის გაკეთებას ვურჩევ, ვიდრე თავის მართლებას დაიწყებს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ. 

ამავე თემაზე