2022-07-01 11:32:48
საფრანგეთი უკრაინას ჰაუბიცებსა და ჯავშანტექნიკას მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცებსა და ჯავშანტექნიკას მიაწოდებს.

"NATO-ში, როგორც რამდენიმე დღის წინ ევროპულ საბჭოში და G-ის სამიტზე, ერთხმად გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ უკრაინის მიმართ ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა. მოკავშირეები ვასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. საფრანგეთი სწრაფად მიაწვდის უკრაინას იმ აღჭურვილობას, რომელიც თავის დასაცავად სჭირდება, მათ შორის კიდევ 6 Caesar-ის ტიპის ჰაუბიცებსა და ჯავშანტექნიკების მნიშვნელოვან რაოდენობას. საფრანგეთი, მოკავშირეები და ევროპელი პარტნიორები არიან და იქნებიან მათ გვერდით", - წერს მაკრონი Twitter-ზე.