2022-07-01 11:23:53
არის ხოლმე, შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი - სარჯველაძე წერეთელზე თავდასხმაზე

არის  ხოლმე, როცა შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი - ასე ეხმიანება მმართველი პარტის წევრი, დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ქართული ოცნების წევრების მხრიდან ტვ პირველის მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტს. 

,,მე უშუალოდ არ შევსწრებივარ ამას, მაგრამ გაკეთდა კომენტარები და აიხსნა, რომ იქ ადგილი ჰქონდა რაღაც ისეთ პროვოკაციას, რომლის სიტყვებსაც მე ნამდვილად ვერ გავიმეორებ. შეიძლება ამ დროს ადამიანმა ვერ მოითმინოს და მოხდეს კონფლიქტი. როგორც ჩანს, ამასთან გვქონდა საქმე. ცუდია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ინციდენტია, რთულია როცა საქმე გვაქვს ასეთი ტიპის პროვოკაციებთან და შემდეგ ბუნებრივია, რომ ამას ცუდი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ადამიანური ფაქტორია ეს, ბუნებრივია.ძალადობაზე როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია, ზოგადად თავშეკავება ჯობია, არის  ხოლმე, როცა შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი. თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას, რასაკვირველია, უბრალოდ არც დაიჯერებს არავინ. ასე ნუ წარმოვაჩენთ, რომ მივარდნენ ადამიანები და იძალადეს მასზე, რა აპროვოცირებს ეს უნდა ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი, სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფაქტი, რაც მოხდა დანარჩენი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, ეს არის და ეს"- განაცხადა პალიტრანიუსთან ინტერვიუში დეპუატმა.  

 

 

ამავე თემაზე