2022-07-01 10:02:30
ანრის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უბინძურეს პროვოკაციას შეეძლო, მხარდაჭერა მას - ბოლქვაძე

გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! - წერს Facebook-ზე ელისო ბოლქვაძე. 

,,ჩვენი მხარდაჭერა ანრის. ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი. ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას", - თვქა ბოლქვაძემ.  

ინფორმაციითვის, TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.   

ამავე თემაზე