2022-06-30 18:51:36
უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს - აწესებს სავაჭრო ემბარგოს და სანქციებს

უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს - შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მიზეზი ასადის რეჟიმის მხრიდან, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარებაა. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სირიის რესპუბლიკის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. ამ არამეგობრული აქტის საპასუხოდ უკრაინა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს სირიასთან, თუმცა არ წყვეტს საკონსულო ურთიერთობებს ვენის კონვენციის მეორე მუხლის თანახმად. უკრაინული მხარე ასევე იწყებს სავაჭრო ემბარგოს პროცედურას, გარდა ამისა სანქციებს უწესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ "სირია ცდილობს კვაზიფორმირებებს სუბიექტურობა შესძინოს, მისი კურატორის, კრემლის დავალებით". 

ამავე თემაზე