2022-06-30 18:18:24
სანქციები შეიძლება, კვალიფიცირდეს საერთაშორისო აგრესიის აქტად, თუნდაც ომის დაწყების მიზეზად - მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეიძლება განიხილებოდეს, როგორც აგრესიის აქტი და რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამართლება.

„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ გარკვეულ ვითარებაში ასეთი მტრული ღონისძიებები ასევე შეიძლება, კვალიფიცირებული იყოს საერთაშორისო აგრესიის აქტად და თუნდაც ომის დაწყების მიზეზად. მათ საპასუხოდ სახელმწიფოს აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.  

ამავე თემაზე