2022-06-30 18:12:04
ბაიდენი უკრაინას 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინას კიდევ 800 მლნ 
დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს უკრაინისთვის 800 მლნ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც სავარაუდოდ მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, კონტრ-ბატარეის სისტემებსა და სხვა იარაღს.

ცნობისთვის, აშშ-მ უკრაინას ამ დროისთვის 50 მლრდ დოლარზე მეტი დახმარება გაუგზავნა.  

ამავე თემაზე