2022-06-30 18:10:13
FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს - ვოლსკი

„ფეესბეს“ სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, შემიძლია, წარმოგიდგინოთ სია, მარგველაშვილით დაწყებული, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩაერთონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს. მაქვს ძალიან გრძელი სია, რომელიც შემიძლია წარმოგიდგინოთ - დაწყებული გიორგი მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს, საომარ მოქმედებებში ჩაერთონ“, - განაცხადა გი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე