2022-06-30 17:20:53
გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მადრიდში, NATO-ს სამიტზე ისაუბრა.

"ეს წამახალისებელი დაფინანსება მოასწავებს ახალ ფაზასას საერთაშორისო საზოგადოების უკრაინის მიმართ დახმამრებაში. პუტინის სისასტიკე კვლავ ართმევს უკრაინელებს სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპის მასშტაბით. გაერთიანებული სამეფოს იარაღი, აღჭურვილობა და წვრთნები გარდაქმნის უკრაინის თავდაცვას ამ ძლიერი თავდასხმის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, რათა ვუზრუნველყოთ პუტინის დამარცხება უკრაინაში". – თქვა ჯონსონმა. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა და მას მადლობა გადაუხადა უკრაინის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

"მადლობას ვუხდი პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად გამოყოფილი დამატებით £1 მილიარდისთვის. ჩვენი ჭეშმარიტი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვაფასებთ თანმიმდევრულ, მოწინავე დახმარებას რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად",- წერს ზელენსკი. 

ამავე თემაზე