2022-06-30 15:29:23
მე FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს - პაპუაშილი დეგნანის კომენტარზე

აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ FSB-ის სახელმძღვანელოები წაკითხული არ აქვს.

"არც კომენტარი გამიკეთებია და ვერც ამ კომენტარის კომენტარს გავაკეთებ. FSB-ის სახელმძღვანელოები მე წაკითხული არ მაქვს, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი", - თქვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციითვის, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ ნარატივი თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩაბმა სურს, FSB-ს სახელმძღვანელოებიდან მოდის. 

ამავე თემაზე