2022-06-30 15:15:09
ირაკლი ბერაია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

"ქართული ოცნების" დეპუტატები, ირაკლი ბერაია და ვლადიმერ ჩაჩიბაია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

"ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით ენახათ ის უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. სტუმრები გაეცნენ თუ რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე უწევს ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფრთხეების და პრობლემების დაძლევისთვის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აუცილებელია პირველ ყოვლისა ალიანსის შემდგომი გაფართოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია", - თქვა ირაკლი ბერაიამ.    

ამავე თემაზე