2022-06-30 11:35:57
მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო – რეზნიკოვი

ნუ შეგეშინდებათ რუსეთთან ესკალაციის ახალი დონის შექმნის, რადგან აბსოლუტურად გულწრფელად, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო ამ წლის 24 თებერვალს. ეს არის რეალობა, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი.

მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ევროპული ქვეყნები იქნებიან.

„ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენ ვართ პირველი ბრძოლის ველი. თუ დავეცემით, შემდეგი ბრძოლის ველი ევროპული ქვეყნები იქნებიან,“- აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ამავე თემაზე