2022-06-29 19:28:18
მივიღეთ გადაწყვეტილება გავაძლიეროთ ​საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა - NATO-ს დეკლარაცია

​NATO-ს მადრიდის სამიტის დასასრულს ალიანსმა დეკლარაცია გაავრცელა, რომელშიც საუბარია რა თემები განიხილეს წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიანსი გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში და აღნიშნავს, რომ მუშაობენ საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვინც ომის დანაშაულების მონაწილეა.

გარდა ამისა, დეკლარაციაში წერია, რომ NATO მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ხალხსა და მთავრობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსი უკრაინას კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისად დაეხმარება. 

დეკლარაციაში ასევე წერია, რომ NATO გააგრძელებს, გააძლიეროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. 

დეკლარაციაში საუბარი შეეხო საქართველოსაც. განცხადებაში წერია, რომ ალიანსმა გადაწყვიტა გააძლიეროს მხარდაჭერა პარტნიორების მიმართ, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ:

"ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მივიღოთ ახალი ზომები ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ბოსნიას, ჰერცოგოვინასა, საქართველოსა და მოლდოვას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან ერთად მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად. 

შესაძლებლობების განვითარებისთვისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ამავე თემაზე