2022-06-28 16:32:59
ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავცეთ, მტერი აქ და ახლა უნდა განადგურდეს - ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებს, მარკ მილისა და ტონი რადაკინს ესაუბრა.

„ოთხი დღის წინ მტერმა სხვადასხვა პლატფორმიდან 53 ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, სამი დღის წინ – 26 რაკეტა, ორი დღის წინ – თითქმის 40 და ბოლო 24 საათის განმავლობაში - 12“, – აღნიშნა მან.

ვალერი ზალუჟნის თქმით, "აქტიური საომარი მოქმედებების" ტერიტორია განფენილია ხარკოვის ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპიროზე მდინარე დნიპრომდე.

„ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებები ხორციელდება ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების ჩრდილოეთით. ამ რაიონში მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 270 საარტილერიო იერიში, გამოიყენა 45 000 ვაზნა, განახორციელა ორი სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა. სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ კონტროლირებადი,“- აღნიშნა ზალუჟნიმ.

ამავე თემაზე