2022-06-28 15:50:51
უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება - პესკოვი

უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება, - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. 

„უკრაინულმა მხარეს შეუძლია, ყველაფერი 24 საათში დაასრულოს, საჭიროა ბრძანება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დაყარონ იარაღი, ბრძანება, რომ სამხედროებმა დაყარონ იარაღი და უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები და ყველაფერი შეიძლება, დასრულდეს მომდევნო 24 საათში“,  განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე ისაუბრა ნატო-ზეც და განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კონფრონტაციის მიზნით შეიქმნა. მისივე თქმით, ნატო-ს გეგმის საპასუხოდ გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა, რუსეთის დასავლეთი საზღვრების გაძლიერების გეგმას შეიმუშავებს.  

ამავე თემაზე