2022-06-27 19:20:03
ბოკერიას თქმით, დეოლიგარქიზაცია არის ივანიშვილისა და მისი გუნდის ძალაუფებიდან მშვიდობიანად გაგდება

ივანიშვილის გარემოცვის, ღარიბაშვილისა და სხვა პოლიტიკური არარაობების უსინდისო, უტიფარ პროპაგანდასა და ბოდვას არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ჩვენი ეროვნული ამოცანაა მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი პროტესტით ვაიძულოთ ეს რეჟიმი, რომ ივანიშვილმა დათმოს ძალაუფლება. დეოლიგარქიზაცია არის ივანიშვილისა და მისი გუნდის ძალაუფებიდან მშვიდობიანად გაგდება. ეს უნდა იყოს ამოცანა.

„ყველაფერი დანარჩენი, რაც ან ბუნდოვანებას შეუწყობს ხელს ან რამე ილუზიას, რომ მათთან საუბრით შედეგის დადგომაა შესაძლებელი, არის ქვეყნისთვის საზიანო. მათთან, როგორც რეჟიმთან მოლაპარაკებები, მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, როდესაც ზღვარზე იქნებიან ანუ თითქმის შეგუებულები როცა იქნებიან ძალაუფლების დათმობას. მერე გახდება საჭირო საუბარი, როგორ უნდა წავიდნენ ქვეყნის დაუზიანებლად, ოღონდ ამაზე დროზე ადრე საუბარი, რაღაც ილუზიების შექმნა ამ რეჟიმის პირობები ქვეყნის ტრანსფორმაციაზე ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე