2022-06-24 10:21:56
წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის – მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ.

„ჩვენ და ჩვენი ქვეყანა რთულად, მაგრამ ყოველთვის ვაღწევთ მიზანს! წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის! დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!“ – წერს „ფეისბუქში“ მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე