2022-06-24 09:54:06
რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკრაინაში უკვე 338 - მდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 338-მდე გაიზარდა. დაშავებულია 610-ზე მეტი არასრულწლოვანი.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 335, ხარკოვის ოლქში - 177, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 55, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 48, ზაპოროჟიეს ოლქში - 31, სუმის ოლქში - 17.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები