2022-06-24 09:48:05
ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად განსაზღვრულია, იცით რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს - ბორელი

ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად განსაზღვრულია, იცით რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს – ასე ეხმაურება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას

"საქართველო უდავოდ ადგას ევროკავშირის გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. და ჩვენ იგი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ, პირიქით. ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა. ამჟამად ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის [უნდა გაკეთდეს]. მზად ვართ ერთად ვიშრომოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა რომ ევროპული მომავლის ასაშენებლად", - ამბობს ბორელი.

ამავე თემაზე