2022-06-24 09:47:38
ხარკოვის რაიონში რუსეთის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხარკოვის რაიონში რუსეთის დაბომბვას ბალაკლიას 2 მცხოვრების სიცოცხლე ემსხვერპლა. რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში კი 10 ადამიანი დაშავდა. დაჭრილებს შორის ორი ბავშვია.

"ჩუგუევში ექვსი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 და 9 წლის ბავშვები. ჩუგუევსკის რაიონის სოფელ ველიკაია ბაბკაშიც კაცი დაჭრეს. დაბომბვის შედეგად დაშავდა იზიუმსკის რაიონის სოფელ ანდრეევკას 2 მცხოვრები.ბოგოდუხოვსკის რაიონში ზოლოჩოვში 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა", - აცხადებს უწყება.

ამავე თემაზე