2022-06-24 09:38:18
ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას $450 მლნ ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დამატებით 450 მილიონი დოლარის იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის უკრაინას, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შემოჭრა.

სამხედრო დახმარებაში შედის დამატებითი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და საპატრულო კატარღები სანაპიროს დასაცავად. 

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გაგზავნის მეტ M142 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას, ან HIMARS-ს;

"ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მათ გვერდით, როცა ისინი იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის", - თქვა კირბიმ უკრაინაზე.

ამავე თემაზე