2022-06-24 09:29:46
უნიკალური და ისტორიული მომენტია, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია – ზელენსკი

უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, დღევანდელი გადაწყვეტილება უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში.

„გულწრფელად მინდა, შევაქო ევროკავშირის საბჭოს ლიდერების გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინას. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში მადლობა შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის ლიდერებს მხარდაჭერისთვის. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – წერს ზელენსკი.

ამავე თემაზე