2022-06-23 19:54:46
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ნიუ იორკის კანონი, რომელიც იარაღის საჯაროდ ტარებას კრძალავდა

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ნიუ-იორკის შტატში დღეს, 23 ივნისს გააუქმა კანონი, რომელიც სახლის გარეთ დაფარულ მდგომარეობაში მსუბუქი იარაღის ტარებას კრძალავდა. გადაწყვეტილებას მხარი 9-დან 6-მა მოსამართლემ დაუჭირა.

მოსამართლის თქმით, აშშ-ის კონსტიტუცია იცავს „ინდივიდის უფლებას, სახლის გარეთ თავდაცვის მიზნით ატაროს იარაღი“.

„ვინაიდან, ნიუ იორკის შტატი იარაღის საჯაროდ ტარების ლიცენზიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, როცა აპლიკანტი წარმოადგენს თავდაცვის სპეციალურ საჭიროებას, ჩვენ დავასკვენით, რომ შტატის ლიცენზიის რეჟიმი არღვევს კონსტიტუციას“ - განაცხადა მოსამართლე კლერენს თომასმა.

ამავე თემაზე