2022-06-23 16:16:12
საქართველოს რკინიგზა 24, 25, 26 და 27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24, 25, 26 და 27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

„ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24,25,26 და 27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე