2022-06-23 15:32:14
ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ – გოცირიძე

ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ვეტო ორნაირად უნდა წავიკითხოთ. ერთი ის, რომ მან გამოიყენა შანსი და უკიდურესად გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და ღარიბაშვილი. მის გამოსვლებს აღმაშფოთებელი უწოდა და მათ სამუდამოდ გაემიჯნა, შემთხვევით ისარგებლა. მეორე – ვეტოს დადებით გამოაჩინა საკუთარი ძალა და განაცხადა, რონ ამ ბერკეტს ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენებს. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ მან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს დაადო ვეტო, რომელიც რეზონანსული საკითხია. ვიცით, რომ მღვდლებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული, ყველას უსმენდნენ. ვეტო რეზონანსულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან, რატომ უნდათ საქართველოში მოსმენების გაძლიერება და ეს „ქართული ოცნების“ პოლიციურ მიზნებს ხომ არ ემსახურება. ამიტომ ამ ვეტოს საგარეო დატვირთვაც აქვს. თუ ხელისუფლებას ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე