2022-06-23 15:18:54
ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმეგი 45 იყო, 14-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

"პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც სამიტს დღეს და ხვალ მართავენ, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დაასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს", - აღნიშნულია ტექსტში. 

ამავე თემაზე