2022-06-23 15:04:38
როცა კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება – ბორელი საქართველოზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ როცა კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება. 

"ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ქართველებმა მას ნეგატიურად არ უნდა შეხედონ, ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა და განრიგი. განაგრძეთ ამაზე მუშაობა. თქვენ კარგ გზაზე ხართ. ზუსტად, როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება." – აცხადებს ბორელი.

ამავე თემაზე