2022-06-23 14:51:11
ბაკურიანში დაიგეგმა ე.წ. წალეკვის გეგმა, რაც დაანონსდა 20 ივნისს, 2012 წლის შემდეგ ცდილო​ბენ, თუმცა არც ამ შემთხვევაში მივცემთ ქვეყნის წალეკვის საშუალებას - კობახიძე

2012 წლის შემდეგ ცდილო​ბენ ამის ორგანიზებას, თუმცა ხედავთ, რომ ათი წელია, არავინ მისცა ქვეყნის წალეკვის საშუალება, არც ამ შემთხვევაში მივცემთ ამის საშუალებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ნუ ეს ბაკურიანში დაიგეგმა. იქ იყო შეკრებილი შულავერის კომიტეტი. ეს იყო „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მათი კუთვნილი ​მედიასაშუალებები და ენჯეოები. იქ დაგეგმეს მათ ე.წ. წალეკვის გეგმა, რაც დაანონსებულ იქნა 20 ივნისს და რასაც ისინი დამატებით გაახმოვანებენ ხვალინდელ აქციაზე, 24 ივნისის აქციაზე. ნუ, ისინი, რა თქმა უნდა, ეცდებიან ქვეყნის წალეკვას, მაგრამ ამას ცდილობენ ისინი, 2012 წლამდე წარმატებით ახერხებდნენ ქვეყნის წალეკვას, განსაკუთრებით 2008 წელს მოახერხეს, 2012 წლის შემდეგ ცდილო​ბენ ამის ორგანიზებას, თუმცა ხედავთ, რომ ათი წელია, არავინ მისცა მათ ქვეყნის წალეკვის საშუალება. ბუნებრივია, არც ამ შემთხვევაში მივცემთ მათ ამის საშუალებას“, - განაცხად ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე