2022-06-23 14:28:15
ვეტოში ვერაფერი ვერ ეწერება სამართლებრივი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია, რა თქმა უნდა, ვეტო დაიძლევა - კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ვეტო დაედო მოსმენების კანონისთვის გაუგებარია. 

,,როდესაც გრძელდება კანონპროექტის განხილვა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში იღებ ამ კანონპროექტს რომელიც არის მთლიანად არის თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან, ამის მერე კიდევ ვეტოს ადებენ, მე ძალიან მაინტერესებს რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ვერ ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება", - თქვა კობახიძემ.  

ამავე თემაზე