2022-06-23 14:02:47
წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს - თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია - ლატვიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს

წარმატებისათვის საჭიროა ევროპული ორიენტაციის ერთსულოვნება, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი სოციალურ „ტვიტერში“ წერს, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება.

„ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს მიმართა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ლატვია არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს გვერდში უდგას. ჩვენ ერთად გავიარეთ საბჭოთა ოკუპაცია და შემდეგ იგივე გზა გავიარეთ ევროპისკენ. თქვენ ახლა ევროპული ქვეყანა ხართ და შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ საქართველოს, ჩვენს ევროპულ მომავალს,“- მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის პრეზიდენტს. 

ამავე თემაზე